მიწოდების პოლიტიკა
ბოლო განახლება: 11 ნოემბერი, 2026
1. ვინ ახორციელებს მიწოდებას
მიწოდებას ახორციელებენ საკურიერო კომპანიები პარტნიორი პლატფორმის QuickShipper-ის მეშვეობით. კურიერი შეკვეთას იღებს პირდაპირ მარნიდან და მოაქვს მყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე.
2. მიწოდების არეალი
მიწოდება ხორციელდება მთელ საქართველოში, საკურიერო კომპანიების დაფარვის ზონაში. შეკვეთის გაფორმებისას აპლიკაცია ამოწმებს მისამართს. თუ მასზე მიწოდება ჯერ ვერ ხერხდება, ამას გადახდამდე ნახავთ და შეკვეთა არ გაფორმდება.
3. მიწოდების ვადა
- გადახდის დადასტურებისთანავე კურიერი იგზავნება მარანში.
- მიწოდების ვადა, მარნისა და თქვენი მისამართის მიხედვით, არის 1 საათიდან 5 დღემდე: ერთი ქალაქის ფარგლებში — ჩვეულებრივ იმავე დღეს, რეგიონებს შორის — უფრო დიდხანს. მოსალოდნელი დრო ჩანს გადახდამდე და შეკვეთის გვერდზე აპლიკაციაში.
- მაქსიმალური ვადა: 5 დღე გადახდიდან.
- შეკვეთის სტატუსი („კურიერი მიდის მარანში“, „კურიერს მოაქვს“, „მიტანილია“) და კურიერის თვალყურის დევნების ბმული ჩანს აპლიკაციის „ჩემ შეკვეთებში“.
4. მიწოდების საფასური
- საფასური დამოკიდებულია მარნიდან თქვენს მისამართამდე მანძილზე და საკურიერო კომპანიის ტარიფზე.
- ზუსტი თანხა ჩანს კალათაში გადახდამდე და ემატება ღვინის ღირებულებას.
- ერთი კურიერი გადაიტანს მაქსიმუმ 6 ბოთლს. 6-ზე მეტი ბოთლი იყოფა რამდენიმე ამანათად (მაგ., 8 ბოთლი → 4 + 4) და თითოეულს საკუთარი მიწოდების საფასური აქვს.
- სხვადასხვა მარნის ღვინო ცალკე შეკვეთებად იგზავნება, თითოეული საკუთარი მიწოდების საფასურით.
- ერთ შეკვეთაში შესაძლებელია მაქსიმუმ 24 ბოთლი.
5. ჩაბარება და ასაკის შემოწმება
18+ ალკოჰოლური სასმელი გადაეცემა მხოლოდ 18 წელს მიღწეულ პირს. ჩაბარებისას კურიერი ამოწმებს მიმღების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. თუ მიმღები 18 წლამდეა ან დოკუმენტს ვერ წარადგენს, შეკვეთა არ გადაეცემა და ბრუნდება მარანში (იხ. დაბრუნების პოლიტიკა, პუნქტი 4).
გთხოვთ, მიუთითოთ ზუსტი მისამართი (სადარბაზო, სართული, ბინა) და ხელმისაწვდომი ტელეფონის ნომერი.
6. შეფერხება ან ვერ შემდგარი მიწოდება
თუ მიწოდება შეფერხდა ან ვერ შედგა ჩვენი, მარნის ან კურიერის მიზეზით, დაგიკავშირდებით და შემოგთავაზებთ ხელახალ მიწოდებას ან თანხის სრულ დაბრუნებას. თუ კურიერმა შეკვეთა მარნიდან ვერ გაიტანა, ბარათზე დაბლოკილი თანხა ავტომატურად იხსნება.
7. მიღებისას შემოწმება
გთხოვთ, ჩაბარებისთანავე შეამოწმოთ შეფუთვა და ბოთლები. დაზიანების შემთხვევაში შეგვატყობინეთ 48 საათში — იხ. დაბრუნების პოლიტიკა.