წესები და პირობები
ბოლო განახლება: 11 ნოემბერი, 2026
1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესები და პირობები („პირობები“) არეგულირებს Vintale-ის მობილური აპლიკაციის (iOS, Android) და ვებგვერდის vintale.ge („პლატფორმა“) გამოყენებას. პლატფორმას მართავს LLC Vintale (ს/კ 405899924, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. 23) („Vintale“, „ჩვენ“).
პლატფორმით სარგებლობით ან შეკვეთის განთავსებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით ამ პირობებს, ასევე კონფიდენციალურობის, მიწოდების და დაბრუნების პოლიტიკას.
2. ტერმინები
- მარანი (გამყიდველი) — ღვინის მწარმოებელი, რომელიც პლატფორმაზე ათავსებს და ყიდის საკუთარ პროდუქციას.
- მყიდველი — 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი, რომელიც პლატფორმით აფორმებს შეკვეთას.
- შეკვეთა — ერთი მარნის ერთი ან მეტი ღვინის შეძენის მოთხოვნა, რომელიც დადასტურებულია გადახდით.
3. პლატფორმის როლი
Vintale არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მარნებს და მყიდველებს. პროდუქციის გამყიდველი და მის ხარისხზე, შემადგენლობასა და აღწერის სიზუსტეზე პასუხისმგებელი არის შესაბამისი მარანი. Vintale იღებს გადახდას მარნის სახელით, უზრუნველყოფს შეკვეთის დამუშავებას და მიწოდების ორგანიზებას პარტნიორი საკურიერო სერვისის მეშვეობით.
4. ასაკობრივი შეზღუდვა
18+ ალკოჰოლური სასმელის შეძენა შეუძლია მხოლოდ 18 წელს მიღწეულ პირს. შეკვეთით მყიდველი ადასტურებს, რომ არის 18 წლის ან უფროსი. ჩაბარებისას კურიერი ამოწმებს მიმღების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და უფლება აქვს, არ გადასცეს შეკვეთა, თუ მიმღები 18 წლამდეა ან დოკუმენტს ვერ წარადგენს.
5. ანგარიში
კატალოგის დათვალიერება ანგარიშის გარეშეა შესაძლებელი. შეკვეთისთვის საჭიროა ავტორიზაცია Apple-ის, Google-ის ანგარიშით ან ტელეფონის ნომრით. მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშის უსაფრთხოებაზე და მითითებული მონაცემების (მისამართი, ტელეფონი) სისწორეზე. ანგარიშის წაშლა შესაძლებელია ნებისმიერ დროს აპლიკაციიდან.
6. შეკვეთა და ფასი
- ფასებს ადგენს მარანი და ისინი მითითებულია ქართულ ლარში (GEL).
- მიწოდების საფასური გამოითვლება მისამართის მიხედვით და გადახდამდე ცალკე ჩანს. დაწვრილებით — მიწოდების პოლიტიკაში.
- კალათა, რომელშიც რამდენიმე მარნის ღვინოა, იყოფა ცალკეულ შეკვეთებად — თითო მარანზე ერთი შეკვეთა და ერთი გადახდა.
- ერთ შეკვეთაში შესაძლებელია მაქსიმუმ 24 ბოთლი.
- შეკვეთის გაფორმებისას ბოთლები მყიდველისთვის იჯავშნება. თუ გადახდა 15 წუთში არ დასრულდა, შეკვეთა უქმდება და ჯავშანი იხსნება.
- შეკვეთა დადასტურებულად ითვლება გადახდის წარმატებით დასრულების შემდეგ. სტატუსი ჩანს აპლიკაციის „ჩემი შეკვეთების“ განყოფილებაში.
7. გადახდა
გადახდა ხორციელდება Visa ან Mastercard ბარათით, სს „თიბისი ბანკის“ დაცულ გადახდის გვერდზე. Vintale არ იღებს და არ ინახავს ბარათის მონაცემებს.
გადახდისას თანხა ჯერ იბლოკება მყიდველის ბარათზე და ჩამოიჭრება მაშინ, როდესაც კურიერი შეკვეთას მარნიდან გაიტანს. თუ შეკვეთა ვერ გაიგზავნა (მაგ., მარანმა ვერ გადასცა კურიერს), დაბლოკილი თანხა იხსნება და მყიდველს არაფერი ეჭრება.
8. მიწოდება
მიწოდების პირობები, ვადები და საფასური აღწერილია მიწოდების პოლიტიკაში.
9. გაუქმება და დაბრუნება
შეკვეთის გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პირობები აღწერილია დაბრუნების პოლიტიკაში.
10. მარნის ვალდებულებები
მარანი ვალდებულია, მიუთითოს ღვინის ზუსტი აღწერა, ფასი და მარაგი, გადასცეს კურიერს შეკვეთილი პროდუქცია სათანადოდ შეფუთული და დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები ღვინის წარმოებისა და რეალიზაციის შესახებ.
11. ინტელექტუალური საკუთრება
პლატფორმის დიზაინი, პროგრამული კოდი, ლოგო და ტექსტები ეკუთვნის Vintale-ს. ღვინის ფოტოები, ეტიკეტები და აღწერები ეკუთვნის შესაბამის მარნებს. მათი გამოყენება ნებართვის გარეშე აკრძალულია.
12. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
Vintale არ არის პასუხისმგებელი მარნის მიერ მითითებული ინფორმაციის უზუსტობაზე და იმ შეფერხებებზე, რომლებიც გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი გარემოებებით (ფორს-მაჟორი, ბანკის ან საკურიერო სერვისის ტექნიკური ხარვეზი და სხვ.). ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვეხმარებით მყიდველს პრობლემის გადაჭრაში და, საჭიროებისას, თანხის დაბრუნებაში.
13. პირობების ცვლილება
Vintale-ს შეუძლია ამ პირობების შეცვლა. ცვლილება ძალაში შედის ამ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე და არ ვრცელდება უკვე გაფორმებულ შეკვეთებზე.
14. მოქმედი კანონმდებლობა
ეს პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. დავები წყდება მოლაპარაკებით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში — საქართველოს სასამართლოში.
15. კონტაქტი
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: contact@vintale.ge, +995 599 07 61 05. სრული საკონტაქტო ინფორმაცია — კონტაქტის გვერდზე.