კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 11 ნოემბერი, 2026
ეს პოლიტიკა აღწერს, რა პერსონალურ მონაცემებს აგროვებს Vintale (LLC Vintale, ს/კ 405899924), რისთვის იყენებს მათ და როგორ იცავს. მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
1. რა მონაცემებს ვაგროვებთ
| ანგარიში | სახელი, ელფოსტა ან ტელეფონის ნომერი (Apple-ით, Google-ით ან ტელეფონით ავტორიზაციისას), პროფილის ფოტო, თუ ატვირთავთ. |
|---|---|
| შეკვეთა | მიწოდების მისამართი და მისი კოორდინატები, მიმღების სახელი და ტელეფონი, შეკვეთილი ღვინოები, თანხა და შეკვეთის სტატუსი. |
| გადახდა | მხოლოდ გადახდის იდენტიფიკატორი და სტატუსი. ბარათის მონაცემებს ჩვენ არ ვიღებთ და არ ვინახავთ — მათ ამუშავებს TBC ბანკი. |
| მარნები | მარნის მფლობელისთვის, დამატებით: იურიდიული სახელი, ანგარიშის ნომერი (IBAN), ღვინის გატანის მისამართი და საკონტაქტო პირი. |
| კონტენტი | თქვენ მიერ დამატებული ღვინის ფოტოები, აღწერები, შეფასებები. |
| მოწყობილობა | კამერა გამოიყენება მხოლოდ ეტიკეტის ამოსაცნობად მოწყობილობაზე; ლოკაცია — მხოლოდ მაშინ, როცა მარანს რუკაზე ნიშნავთ. ეტიკეტის სკანირების რაოდენობის დასათვლელად ვინახავთ მოწყობილობის ანონიმურ იდენტიფიკატორს. |
2. რისთვის ვიყენებთ მონაცემებს
- შეკვეთის დამუშავება, გადახდა და მიწოდება;
- შეკვეთის სტატუსის შესახებ ინფორმირება და მომხმარებელთა მხარდაჭერა;
- მარნისთვის თანხის გადარიცხვა;
- ასაკობრივი შეზღუდვის დაცვა და თაღლითობის პრევენცია;
- კანონით დადგენილი ბუღალტრული და საგადასახადო ვალდებულებების შესრულება.
მონაცემებს არ ვყიდით და არ ვიყენებთ მესამე მხარის რეკლამისთვის.
3. ვის გადაეცემა მონაცემები
- მარანი — შეკვეთის შინაარსი და მიწოდებისთვის საჭირო ინფორმაცია;
- QuickShipper და საკურიერო კომპანია — მიმღების სახელი, ტელეფონი და მისამართი;
- სს „თიბისი ბანკი“ — გადახდის დამუშავება;
- Google (Firebase, Google Cloud) — მონაცემთა შენახვა და სერვერული ინფრასტრუქტურა; Google Maps — მისამართის ძიება;
- Apple და Google — ავტორიზაცია და აპლიკაციის მაღაზიების (App Store, Google Play) შესყიდვები;
- სახელმწიფო ორგანოები — მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
მარნის მფლობელის მიერ მოთხოვნილი AI ვიდეოს შესაქმნელად ღვინის ეტიკეტის ფოტო და აღწერა მუშავდება Google Vertex AI-სა და BytePlus-ის სერვისებით. ეს ეხება მხოლოდ ღვინის მონაცემებს და არა მყიდველის პერსონალურ ინფორმაციას.
4. როგორ ვიცავთ მონაცემებს
- მონაცემები გადაიცემა დაშიფრული არხით (HTTPS/TLS) და ინახება Google Cloud-ის დაცულ ინფრასტრუქტურაში;
- შეკვეთების ნახვა შეუძლია მხოლოდ მყიდველს, შესაბამის მარანს და ადმინისტრატორს; მარნის ფინანსური მონაცემები ხელმისაწვდომია მხოლოდ მფლობელისა და ადმინისტრატორისთვის;
- ბარათის მონაცემები შეჰყავთ მხოლოდ TBC ბანკის დაცულ გვერდზე (PCI DSS სტანდარტი);
- აპლიკაციის მოთხოვნები მოწმდება Firebase App Check-ით.
5. შენახვის ვადა
ანგარიშის მონაცემებს ვინახავთ ანგარიშის არსებობის განმავლობაში. შეკვეთისა და გადახდის ჩანაწერები ინახება იმ ვადით, რასაც ითხოვს საქართველოს საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის კანონმდებლობა.
6. თქვენი უფლებები
თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ თქვენს შესახებ არსებული მონაცემების ნახვა, გასწორება ან წაშლა, ასევე დამუშავების შეზღუდვა. ანგარიშისა და მასთან დაკავშირებული მონაცემების წაშლა შეგიძლიათ თავად, აპლიკაციის პროფილიდან („ანგარიშის წაშლა“). სხვა მოთხოვნებისთვის მოგვწერეთ contact@vintale.ge. გაქვთ უფლება, მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
7. ვებგვერდი
vintale.ge არ იყენებს სარეკლამო ან თვალთვალის cookie-ებს.
8. ცვლილებები
პოლიტიკის განახლებისას ახალი ვერსია ქვეყნდება ამ გვერდზე, განახლების თარიღის მითითებით.